"როდესაც რუბინში იყო მოლაპარაკებები ამ მიზეზით ვერ ხერხდებოდა" - კალაძემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა » სპორტის ხაზი

"როდესაც რუბინში იყო მოლაპარაკებები ამ მიზეზით ვერ ხერხდებოდა" - კალაძემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

"როდესაც რუბინში იყო მოლაპარაკებები ამ მიზეზით ვერ ხერხდებოდა" - კალაძემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
14-06-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად თბილისის მერმა კახა კალაძემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"მინდა ხვიჩას გულწრფელად ვუსურვო წარმატებები, კიდევ უფრო ესახელებინოს ჩვენი ქვეყანა, კიდევ უფრო მეტი გამარჯვებები და, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის თასით მინდა ვიხილო ხვიჩა კვარაცხელია.

მქონდა საუბარი ჯენარო გატუზოსთან, როდესაც ის "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი იყო. მაშინაც კი გადაწყვეტილი იყო, როდესაც ხვიჩა "რუბინში" თამაშობდა, უბრალოდ მოლაპარაკება ვერ ხდებოდა იმაზე თუ რა თანხად უნდა ეყიდათ კვარაცხელია. "მილანს" ინტერესი ჰქონდა, ასევე "იუვენტუსიც" დაინტერესებული იყო, თუმცა საბოლოო ჯამში, "ნაპოლი" მაინც უფრო ახლოს იყო ამ გადაწყვეტილებასთან.
", - განაცხადა კალაძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი