"თამაშისგან უკვე ტკივილს განვიცდი და არა სიამოვნებას" - ნიკოლოზ ბასილაშვილი » სპორტის ხაზი

"თამაშისგან უკვე ტკივილს განვიცდი და არა სიამოვნებას" - ნიკოლოზ ბასილაშვილი

"თამაშისგან უკვე ტკივილს განვიცდი და არა სიამოვნებას" - ნიკოლოზ ბასილაშვილი
12-05-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, საქართველოს პირველმა ჩოგანმა სოციალურ ქსელში საკმაოდ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, გთავაზობთ მას:

"დიდი ხანია, არაფერი დამიწერია. ამიტომაც მსურს ქომაგებს და იმ ხალხს, ვინც ჩემზე ზრუნავს, მცირე სიახლე მივაწოდო. ჩემთვის ბოლო 3-4 წელიწადი ძალიან რთული პერიოდი იყო, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე პროფესიულ კარიერაში.."

"ბოლო სამი წელია, რაც ვებრძვი იდაყვის ტრავმას, რომელიც სრული ენერგიით თამაშის საშუალებას არ მაძლევს. მხოლოდ ჩემი შესაძლებლობების ნახევარს ვიყენებ, ყოველდღე ვსვამ ტკივილგამაყუჩებლებს და ახალ-ახალი გამოსავალის ძიებაში ვარ. კორტზე ყოველი გასვლა ენით აუწერელ ტკივილს მაყენებდა, რომელიც თავდაჯერებულობას მიკარგავს და ენერგიას მართმევს. არადა, ადრე ჩოგბურთის თამაშით სიამოვნებას ვიღებდი."

"მე მაინც არ ვნებდები, მჯერა, გამოსავალს ვიპოვი, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ. გმადლობთ მხარდაჭერისთვის."
- დაწერა ნიკოლოზ ბასილაშვილმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი