"მასზე ჭკვიანი ფეხბურთელი არასდროს მინახავს" - ანრი დე ბრუინის შესახებ » სპორტის ხაზი

"მასზე ჭკვიანი ფეხბურთელი არასდროს მინახავს" - ანრი დე ბრუინის შესახებ

"მასზე ჭკვიანი ფეხბურთელი არასდროს მინახავს" - ანრი დე ბრუინის შესახებ
10-05-2023, 21:10
Aa Aa
გაზიარება:

გუშინდელი ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/2 ფინალური მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა, სადაც რეალმა და მან.სიტიმ ფრე ითამაშეს, - 1:1.

აღნიშნული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კევინ დე ბრუინი გახდა, რომელმაც რეალს მეორე ტაიმში ულამაზესი გოლი გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა.

ბელგიელი ფეხბურთელის შესახებ კომენტარი გააკეთა ტიერი ანრიმ, რომელმაც თქვა, რომ კევინი მისთვის ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელია მსოფლიოში:

"დე ბრუინმა რეალს უდიდესი მნიშვნელობის გოლი გაუტანა, რამაც ამავე ფეხბურთელის სათამაშო კლასი კიდევ ერთხელ დაგვანახა. მისი გონება ყველასგან გამორჩეულია, კევინზე ჭკვიანი ფეხბურთელი არც მინახავს."

"ბელგიის ნაკრებში ასისტენტად ვმუშაობდი და დე ბრუინს ყოველთვის ვაკვირდებოდი, ის უბრალოდ პერფექციონისტი ადამიანია, რომელსაც ყველაფრის უმაღლეს დონეზე შესრულება სურს."
- თქვა ანრიმ ბელგიელ ფეხბურთელზე


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი