"ხვიჩა მარტინ სკორსეზეს ფილმებს მაგონებს" - იტალიელი მწერალი » სპორტის ხაზი

"ხვიჩა მარტინ სკორსეზეს ფილმებს მაგონებს" - იტალიელი მწერალი

"ხვიჩა მარტინ სკორსეზეს ფილმებს მაგონებს" - იტალიელი მწერალი
11-05-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლისთან ერთად სკუდეტოს გამარჯვებულია, მისი თამაშით კი მსოფლიოში არაერთი ცნობილი საფეხბურთო პირი თუ ექსპერტი აღფრთოვანდა.

სწორედ ასეთი გახლავთ იტალიელი მწერალი და ჟურნალისტი, კერძოდ მარკო ჩირიელო, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელია, არც მეტი არც ნაკლები, მარტინ სკორსეზეს ფილმებს შეადარა:

"ალბათ, მსოფლიოში არც კი მოიპოვება ისეთი ფეხბურთელი, რომელიც თამაშისგან სიამოვნებას კვარაცხელიას მსგავსად იღებს. ცხადია, ვიღაცები არსებობენ, ვისაც კვარას მივამსგავსებ, მაგალითად ფილ ფოდენი, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ფეხბურთისგან ის ხვიჩასავით ერთობა. ქართველი ფიორენტინასთან მინდორზე გამოჩნდა და უბრალოდ ყველაფერი შეცვალა."

"იცით, სიმართლე გითხრათ, კვარაცხელია მარტინ სკორსეზეს ფილმებს მაგონებს, სადაც ჯო პეშის გამოჩენას მუდმივად ელოდები."
- თქვა ჩირიელომ

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია A-ში მომდევნო შეხვედრას 14 მაისს გასვლაზე გამართავს, მეტოქე კი მონცა იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი