"სპალეტიმ ნაპოლის გაჩემპიონება კიდევ ერთხელ უნდა სცადოს" - მარჩელო ლიპი » სპორტის ხაზი

"სპალეტიმ ნაპოლის გაჩემპიონება კიდევ ერთხელ უნდა სცადოს" - მარჩელო ლიპი

"სპალეტიმ ნაპოლის გაჩემპიონება კიდევ ერთხელ უნდა სცადოს" - მარჩელო ლიპი
9-05-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

ტურინის იუვენტუსისა და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, მარჩელო ლიპი ფიქრობს, რომ ლუჩანო სპალეტი ნაპოლიში კიდევ ერთი წლით უნდა დარჩეს:

"ცხადია, მათი ჩემპიონობა ძალიან მესიამოვნა, რადგან ნაპოლიში ერთი წლის განმავლობაში მეც ვმუშაობდი და მათთან კარგი მოგონებები მაკავშირებს. ისინი სერია A-ში მთელი სეზონის განმავლობაში დომინირებდნენ და სკუდეტოს მოგება მართლაც დაიმსახურეს."

"ჩემი აზრით, სპალეტი ნაპოლიდან არ უნდა წავიდეს და ჩემპიონის ტიტულის დაცვა უნდა სცადოს. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა, ჩემპიონობა ხელმეორედ უნდა სცადო, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა."

"ვფიქრობ, წარმატებული გუნდის მთავარი მოქმედი პირი ყოველთვის მწვრთნელია ხოლმე. ამ შემთხვევაში ლუჩანომ თავის ფეხბურთელებთან ერთად შესანიშნავი სეზონი ჩაატარა."
- თქვა ლიპიმ სპალეტიზე


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი