"იტალიის მეფე ოსიმენია და არა თქვენი კვარაცხელია" - ნიგერიელი ფანები » სპორტის ხაზი

"იტალიის მეფე ოსიმენია და არა თქვენი კვარაცხელია" - ნიგერიელი ფანები

"იტალიის მეფე ოსიმენია და არა თქვენი კვარაცხელია" - ნიგერიელი ფანები
9-05-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს თუ როგორ ადგამს დიეგო მარადონა მეფის ტახტში მყოფ ხვიჩა კვარაცხელიას თავზე გვირგვინს.

სწორედ ამ ფაქტის გამო, სერია A-ს პოსტში ძალიან ბევრი გაბრაზებული ნიგერიელი გამოჩნდა, რომლებიც ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ იტალიის მეფე ვიქტორ ოსიმენია და არა ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ხალხი გადაფასებულად აფასებს:

"იტალიის მეფე ჩვენი ნიგერიელი ძმა, ვიქტორ ოსიმენია და არა თქვენი კვარაცხელია"

"ის ყველაზე მეტად გადააფასეს და სხვისი წვლილიც მას მიაკუთვნეს"

"სად იყო კვარაცხელია მაშინ, როდესაც გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა?"

"ეს არის რასიზმის გამოვლინება, თქვენ აფრიკელ ფეხბურთელებს ჩაგრავთ"

"კვარაცხელია მხოლოდ იმიტომ ხდება საუკეთესო, რომ ოსიმენი ნიგერიიდანაა"

"უბრალოდ არ შეგიძლიათ, რომ საუკეთესოს წოდება იმ ფეხბურთელს მიანიჭოთ, რომელიც თქვენი კონტინენტიდან არაა"

"ხვიჩას შექება ეკუთვნის, თუმცა გუნდის ჩემპიონობაში გადამწყვეტი როლი ვიქტორ ოსიმენმა ითამაშა"

"სამარცხვინოა თქვენი პოსტი, რომელიც ოსიმენის გატანილ გოლებს სრულებით უგულებელყოფს"

"ხვიჩა კვარაჯგკაკუსა საუკეთესო არ ყოფილა, ნამდვილი ჩემპიონი ვიქტორ ოსიმენია"

"რასიზმი სამყაროს ანადგურებს, ისევე როგორც თქვენ გაანადგურეთ არსებული რეალობა"

"რამდენიმე ლამაზი გოლი გაიტანა და მეფის გვირგვინი დაიმსახურა? გადაეცის ის მას, ვინც რეალურად იმსახურებს" - წერენ ნიგერიელები


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.