ცნობილია, რატომ არ მისცეს “ნაპოლის” საჩემპიონო მაისურით თამაშის უფლება » სპორტის ხაზი

ცნობილია, რატომ არ მისცეს “ნაპოლის” საჩემპიონო მაისურით თამაშის უფლება

ცნობილია, რატომ არ მისცეს “ნაპოლის” საჩემპიონო მაისურით თამაშის უფლება
9-05-2023, 12:50
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლიმ” “ფიორენტინას” დამარცხების შემდგომ დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე საჩემპიონო ზეიმი გამართა. გუნდის თითოეული მოთამაშე ახალი დიზაინით შექმნილი მაისურით იმყოფებოდა მოედანზე. ისინი EA7-თან თანამშრომლობით შეიქმნა და Face Game ჰქვია - მათზე თითოეული ფეხბურთელის გამოსახულებაა დატანილი.

“ნაპოლის” სურვილი იყო, რომ იტალიის სერია A-ში დარჩენილი მატჩები აღნიშნული მაისურით ეთამაშა, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს. რაში მდგომარეობს საქმე - სერია A-ში აკრძალულია გუნდის ფეხბურთელები განსხვავებული ამუნიციით გავიდნენ მოედანზე.

როგორც ცნობილია, აღნიშნული მაისურები კლუბის ოფიციალურ მაღაზიებში გაიყიდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.