დღეს, ტაშკენტში მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი. ამ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრებიც იღებს მონაწილეობას, რომელიც ამ ტურნირზე უძლიერესი შემადგენლობით არის ჩასული.
სულ რამდენიმე წუთის წინ მსოფლიო ჩემპიონი (2019) ლუხუმ ჩხვიმიანი შეჯიბრის მეორე ეტაპზე ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჩაკს შეხვდა და დამატებით დროში იპონით დამარცხდა. ქართველი მთელი ორთაბრძოლის განმავლობაში ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებოდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი ფალავანი ტურნირს დამსახურებულად დაემშვიდობა.
იხილეთ ვიდეო: