“სულამანიძეს ყურადღება უნდა მივაქციოთ” - რას წერს ევროპის ძიუდოს კავშირი » სპორტის ხაზი

“სულამანიძეს ყურადღება უნდა მივაქციოთ” - რას წერს ევროპის ძიუდოს კავშირი

“სულამანიძეს ყურადღება უნდა მივაქციოთ” - რას წერს ევროპის ძიუდოს კავშირი
4-05-2023, 14:40
Aa Aa
გაზიარება:

ლაშა ბექაურისა და ლუკა მაისურაძის შემდეგ ევროპის ძიუდოს კავშირი ილია სულამანიძის შესახებ წერს. 7 მაისს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება, რომელიც კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩატარდება 14 მაისის ჩათვლით.

EJU-მ -100კილოგრამი წონითი კატეგორია მიმოიხილა. მათი თქმით, სულამანიძე ფავორიტი იქნება. ვნახოთ, რას წერს ევროპის ძიუდოს კავშირი:

“აღნიშნულ კატეგორიაში ბევრი ძლიერი ძიუდოისტია, მაგრამ უდავოა, რომ ყველაზე დიდი ყურადღება ილია სულამანიძეს მიექცევა. 2021 წელს, როცა იგი ძალზედ ახალგაზრდა იყო, კვარცხლბეკზე ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად იდგა.

მსოფლიოს ჩემპიონატამდე ილიას საკმაო დრო ჰქონდა, რათა მასზე უფროსი ასაკის ძიუდოისტებთან დაპირისპირება გამოეცადა. ახლა მას რუსი მებრძოლების, არმან ადამიანისა და ნიიაზ ილიასოვის გაცნობაც მოუწევს, ეს უკანასკნელი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს პრიზიორია.”

-100 კილოგრამ წონით კატეგორიას ტატამიზე 12 მაისს ვიხილავთ, შესაბამისად ილია სულამანიძესაც.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.