ჰალანდმა მორიგი რეკორდი დაამყარა პრემიერ ლიგაში » სპორტის ხაზი

ჰალანდმა მორიგი რეკორდი დაამყარა პრემიერ ლიგაში

ჰალანდმა მორიგი რეკორდი დაამყარა პრემიერ ლიგაში
4-05-2023, 14:05
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ 23:00-ზე ინგლისის პრემიერ ლიგის 28-ე ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს “მანჩესტერ სიტი” და “ვესტ ჰემი” დაუპირისპირდნენ. ქალაქელებმა მარტივი გამარჯვება მოიპოვეს ანგარიშით 3-0. სამიდან ერთი ბურთი ერლინგ ჰალანდმა გაიტანა.

მიმდინარე სეზონში ნორვეგიელმა შემტევმა ინგლისის ჩემპიონატში გუშინდელი შეხვედრის ჩათვლით 31 შეხვედრა გამართა და უკვე 35 გოლი მოუგროვდა. აღნიშნული მაჩვენებელი ერთ სეზონში გატანილი გოლების თვალსაზრისით რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე 34-34 გოლები ალან შირერსა და ენდი კოულს ჰქონდათ, თანაც მაშინ, როდესაც პრემიერ ლიგის ერთ სეზონში 42 მატჩი ტარდებოდა. ჰალანდმა კი 35 ბურთი 31 მატჩში გაიტანა.

ჰალანდმა მორიგი რეკორდი დაამყარა პრემიერ ლიგაში


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი