“საქართველოსთვის მათი ფინალი იდეალური იქნება” - ევროპის ძიუდოს კავშირი » სპორტის ხაზი

“საქართველოსთვის მათი ფინალი იდეალური იქნება” - ევროპის ძიუდოს კავშირი

“საქართველოსთვის მათი ფინალი იდეალური იქნება” - ევროპის ძიუდოს კავშირი
3-05-2023, 15:52
Aa Aa
გაზიარება:

სულ 4 დღე დარჩა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე. ტურნირს კატარის დედაქალაქი დოჰა მასპინძლობს 7-დან 15 მაისამდე.

ევროპის ძიუდოს კავშირმა 90 კგ-მდეწონით კატეგორიაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. მათ ორი ქართველი ძიუდოისტი, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე გამოარჩიეს.

“წლევანდელ ტურნირზე დავლატ ბობონოვი მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. მან ტრავმა მიიღო და დოჰაში არ ჩავა. იგი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი გახლდათ.

პოტენციურ ფინალისტად შეგვიძლია, რომ ლუკა მაისურაძე მოვიაზროთ. იგი ევროპის მოქმედი ჩემპიონია. თბილისის გრანდ სლემის ფინალურ ბრძოლაში იგი თანამემამულე ლაშა ბექაურმა დაამარცხა. გასულ წელს ორივე მებრძოლმა ბრინჯაოს მედალი აიღო. საქართველოსთვის მათი დაპირისპირება ფინალში იდეალური იქნება.

ლაშამ კადეტთა და იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი უკვე მოიგო. საინტერესოა, ამას დიდებშიც შეძლებს. იგი შავდათუაშვილთან ერთად ქართული ძიუდოს ისტორიაში შევა.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი