"კვარაცხელიამ თავის თავს მოთხოვნები იმ შემთხვევაში შესაძლოა შეუმციროს, თუ.." - რა თქვა რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა? » სპორტის ხაზი

"კვარაცხელიამ თავის თავს მოთხოვნები იმ შემთხვევაში შესაძლოა შეუმციროს, თუ.." - რა თქვა რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა?

"კვარაცხელიამ თავის თავს მოთხოვნები იმ შემთხვევაში შესაძლოა შეუმციროს, თუ.." - რა თქვა რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა?
5-10-2022, 19:45
Aa Aa
გაზიარება:

რუსეთის ნაკრებისა და "აიაქსის" ყოფილმა ფორვარდმა, დმიტრი ბულიკინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და თქვა:

"მშვენიერია, რომ ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაზე თავის გამოჩენა მოახერხა. მისი მოტივაცია განგრძობითი ხასიათისაა, რაც ხვიჩას თამაშის კიდევ უფრო გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს".

"როგორ მოახერხა ასე მალე ხვიჩამ საკუთარი თავის პოვნა? - ვფიქრობ, რომ ეს სამმა ფაქტორმა განაპირობა: ხვიჩას განუსაზღვრელი და მუდმივი მოტივაცია, სპალეტის მხრიდან გამოცხადებული ნდობა და კარგი ფიზიკური ფორმა. ახლა, ქართველისთვის მთავარი ისაა, რომ განვითარება განაგრძოს და არ მოდუნდეს, რათა ტრავმის მიღების რისკი შეამციროს. როგორც იცით, ტრავმიდან დაბრუნებული მოთამაშეები საკუთარ თავებს მოთხოვნებსა და სტანდარტებს უმცირებენ", - დმიტრი ბულიკინი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი