ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატიდან 8 რუსი მოიკვეთა » სპორტის ხაზი

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატიდან 8 რუსი მოიკვეთა

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატიდან 8 რუსი მოიკვეთა
2-05-2023, 16:04
Aa Aa
გაზიარება:

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დოჰაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატიდან 8 რუსი სპორტსმენი მოხსნა. აღნიშნული ცნობა IJF-ის ოფიციალური განცხადებიდან გავრცელდა.

სულ ცოტა ხნის წინ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რუსი და ბელარუსი ძიუდოისტები ტურნირებზე დაუშვა ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობით. მათ ასევე სპეციალური კვლევა ჩაუტარდებოდათ და ამის შემდეგ გადაწყდებოდა, გავიდოდნენ თუ არა სპორტსმენები ტურნირზე.

“აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთის დელეგაციის სიის მიღების შემდეგ მათი ბიოგრაფიული ცნობების დამოუკიდებელი კვლევა ჩაატარა. მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ ის ათლეტები გამოვლენ, რომელთა მიმართაც არავითარი საბუთი არ არსებობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრას მხარს უჭერენ. საფუძვლიანი გამოძიების შედეგად, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ დელეგაციის 8 წევრს მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი ეთქვას” - ვკითხულობთ IJF-ის განცხადებაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი