"დრიბლინგის გაკეთებას იქ ცდილობს, სადაც საჭიროება არ არსებობს" - ფედელე ხვიჩას აკრიტიკებს » სპორტის ხაზი

"დრიბლინგის გაკეთებას იქ ცდილობს, სადაც საჭიროება არ არსებობს" - ფედელე ხვიჩას აკრიტიკებს

"დრიბლინგის გაკეთებას იქ ცდილობს, სადაც საჭიროება არ არსებობს" - ფედელე ხვიჩას აკრიტიკებს
1-05-2023, 22:40
Aa Aa
გაზიარება:

პარმას ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ამჯერად კი საფეხბურთო ექსპერტმა ენრიკო ფედელემ ნაპოლის შესახებ ისაუბრა და ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა:

"ყველა ვხედავთ, რომ ნაპოლი ისეთივე კარგი და დამაჯერებელი აღარაა, როგორც ეს სეზონის დასაწყისში იყო. მიუხედავად ამისა, ამაში დადებითი სიახლე მაინც შეგვიძლია დავინახოთ. საქმე ისაა, რომ ასეთ თამაშებში ნაპოლის რეალური სისუსტე იკვეთება, რაც პირველ ხანებში ზედაპირზე არ ყოფილა."

"გუნდში აშკარად რეგრესია და ჩავარდნა ბევრ ფეხბურთელს აქვს, თუმცა ყველასგან ხვიჩა კვარაცხელია უნდა გამოვარჩიო, რომელიც არა გუნდისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის თამაშობს. რეალურად, ეს ბიჭი დრიბლინგის გაკეთებას ისეთ სიტუაციებში ცდილობს, სადაც ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს."
- თქვა ფედელემ

ცნობისთვის, ენრიკო ფედელე მთელი სეზონის განმავლობაში ქართველ ფეხბურთელს ხოტბას ასხამდა, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ენრიკო ქართველით უკმაყოფილო დარჩა..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.