“ამ ერთი ნაბიჯის გადადგმა ყველაზე რთულია” - სპალეტი » სპორტის ხაზი

“ამ ერთი ნაბიჯის გადადგმა ყველაზე რთულია” - სპალეტი

“ამ ერთი ნაბიჯის გადადგმა ყველაზე რთულია” - სპალეტი
1-05-2023, 10:41
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში “ნაპოლიმ” “სალერნიტანას” უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა, შესაბამისად “პარტენოპეის” საჩემპიომო ზეიმი დროებით გადაიდო.

მატჩის შემდგომ ნეაპოლელთა თავკაცმა, ლუჩიანო სპალეტიმ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა და განმარტა, რომ მისი გუნდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყო და შედეგის გამო არ ბრაზობს:

“გაბრაზებული არ ვარ. ზუსტად ამ ერთი ნაბიჯის გადადგმა ყველაზე რთულია, მითუმეტეს ამ მომენტში. დღეს ემოციურად და ფსიქოლოგიურად უზარმაზარი ტვირთი გვქონდა. ჩვენც ალბათ განვიცდით, როგორც ნებისმიერმა სხვამ შეიძლება განიცადოს. მართალია, რომ ჩვენი ტემპი შენელდა, მაგრამ ამ ფრით ფინიშის ხაზს მივუახლოვდით. ყველას, ვისაც ეს სპორტი უყვარს, ნაპოლის სკუდეტოს მოგება მოეწონება და სიამოვნებას მიიღებს.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი