"ფეხბურთელები ფანებს ამ შედეგისთვის ბოდიშს უხდიან" - ლუჩანო სპალეტი მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

"ფეხბურთელები ფანებს ამ შედეგისთვის ბოდიშს უხდიან" - ლუჩანო სპალეტი მატჩის შემდეგ

"ფეხბურთელები ფანებს ამ შედეგისთვის ბოდიშს უხდიან" - ლუჩანო სპალეტი მატჩის შემდეგ
30-04-2023, 20:53
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ დასრულდა ნაპოლისა და სალერნიტანას შეხვედრა, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა.

გთავაზობთ ნეაპოლური გუნდის დამრიგებლის, ლუჩანო სპალეტის კომენტარს, რომელიც მან მატჩის შემდეგ DAZN-თან გააკეთა:

"ჩემი ფეხბურთელები ფანებს ბოდიშს უხდიან, რადგან მათი გახარება ასეთი შესანიშნავი ატმოსფეროს ფონზე ვერ მოახერხეს. ისინი მთელი მატჩის განმავლობაში კარგად გამოიყურებოდნენ და მოტივირებულები იყვნენ, რომ ქულები მოეპოვებინათ."

"ჩვენ ჩვენივე ფანების ოცნებებს წარმოვადგენთ, ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მათ სიხარულს ანიჭებენ. მართალია, რომ სიამოვნება და ზეიმი გადაიდო, თუმცა ის აუცილებლად მოვა, რადგან საჭირო რაოდენობის ქულებს აუცილებლად ავიღებთ."

"რას ვიტყვი ჩემს შესახებ? - მადლობა, რომ ჩემზე მეკითხებით, თუმცა მთავარი დამსახურება ყოველთვის ფეხბურთელებს ეკუთვნით, რადგან სწორედ მათ მოგვიყვანეს ამ შედეგებამდე. ისინი მუდმივად ერთმანეთზე ფიქრობენ და სწორედ ამიტომ არიან ასეთი ძლიერები."

"ვინც ნაპოლის მაისურს იცვამს, სხვა გზა აღარ რჩება, მან აუცილებლად ჩემპიონივით უნდა ითამაშოს."
- თქვა სპალეტიმ

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას სერია A-ში უდინეზეს წინააღმდეგ 5 მაისს გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.