"მაზოკიმ კვარაცხელია გააქრო, ჩვენ ვერასდროს გვაჯობებთ" - სალერნიტანას ფანები ნაპოლიზე წერენ » სპორტის ხაზი

"მაზოკიმ კვარაცხელია გააქრო, ჩვენ ვერასდროს გვაჯობებთ" - სალერნიტანას ფანები ნაპოლიზე წერენ

"მაზოკიმ კვარაცხელია გააქრო, ჩვენ ვერასდროს გვაჯობებთ" - სალერნიტანას ფანები ნაპოლიზე წერენ
30-04-2023, 19:33
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა იტალიის ჩემპიონატის შეხვედრა, რომელშიც ნაპოლიმ სალერნიტანას უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ნეაპოლურ გუნდს ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმებისთვის 3 ქულა სჭირდებოდა, თუმცა სალერნიტანამ პრინციპულ დერბიში ნაპოლის ქულები წაართვა და მათი საზეიმო განწყობა ოდნავ დაამწუხრა.

გთავაზობთ სალერნიტანას ფანების კომენტარებს, რომლებიც ამ მცირედი წარმატებითაც ძალიან ბედნიერები დარჩნენ:

"მაზოკიმ კვარაცხელია გააქრო, ისევე როგორც მილანიდან კალაბრიამ"

"ოსიმენი დიდი ფეხბურთელი ჰგონიათ, სინამდვილეში არაფრითაა სხვებისგან გამორჩეული"

"ჩვენამდე ვერასდროს მოხვალთ, ჩვენ თქვენზე ბევრად დიადები ვართ"

"მატჩი არ მოუგიათ და უკვე ზეიმი მოუნდათ, თავიანთ თავებს დააბრალონ"

"სალერნიტანასთან მოგების დაგეგმვა იგივეა, რაც ლომთან ბრძოლის მოგება"

"პატარა გუნდს პატარა ტვინი გამოუჩნდა"

"ჩვენი რეგიონის მეფეები ჩვენ ვართ და არა ეს ცისფერმაისურიანები"

"დია ბევრად მაგარი ფეხბურთელია, ვიდრე ნებისმიერი თქვენი შემტევი"

"პირველი თამაშიც არ უნდა წაგვეგო და იქნებ ახლა ჩემპიონობის იმედებიც არ ჰქონოდათ"

"კიდევ 90 წუთი რომ გვეთამაშა ჩვენს დამარცხებას მაინც ვერ შეძლებდით" - წერენ სალერნიტანას ფანები



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი