დიდი სიურპრიზი ქართველებს - სად შეგეძლებათ ნაპოლის თამაშის უფასოდ ყურება? » სპორტის ხაზი

დიდი სიურპრიზი ქართველებს - სად შეგეძლებათ ნაპოლის თამაშის უფასოდ ყურება?

დიდი სიურპრიზი ქართველებს - სად შეგეძლებათ ნაპოლის თამაშის უფასოდ ყურება?
30-04-2023, 14:23
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლი სერია A-ში თავის მომდევნო შეხვედრას დღეს გამართავს, მეტოქე კი სალერნიტანა იქნება.

იმ შემთხვევაში თუ მეორეადგილოსანი ლაციო ინტერთან ქულებს დაკარგავს, პარალელურად კი ნაპოლი დღევანდელ მოწინააღმდეგეს დაამარცხებს, მაშინ ლუჩანო სპალეტის გუნდი იტალიის ჩემპიონატის გამარჯვებული რამდენიმე ტურით ადრე ავტომატურად გახდება!

სწორედ ასეთი ვითარების გამო, Setanta Sports Georgia-მ გადაწყვიტა, რომ ნაპოლისა და სალერნიტანას მატჩის ტრანსლაცია ქართულ ენაზე Youtube-ზე სრულებით უფასოდ გაუშვას!

შეგახსენებთ, რომ კვარა და კამპანია შესაძლო ჩემპიონობის მომტან თამაშს ჩვენი დროით 17:00 საათზე გამართავენ, იქამდე კი ლაციოსა და ინტერს შორის ჩატარებული შეხვედრის ანგარიში ყველას გვეცოდინება.

ლინკზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი