რუსი და ბელორუსი სპორტსმენები ძიუდოს ტურნირებზე დააბრუნეს » სპორტის ხაზი

რუსი და ბელორუსი სპორტსმენები ძიუდოს ტურნირებზე დააბრუნეს

რუსი და ბელორუსი სპორტსმენები ძიუდოს ტურნირებზე დააბრუნეს
30-04-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ამიერიდან მასტერსებსა და გრანდ სლემებზე ბელარუსი და რუსი სპორტსმენებიც იასპარეზებენ. ისინი ნეიტრალური დროშის ქვეშ გამოვლენ. სანამ კონკრეტული ძიუდოისტი ტურნირზე ოფიციალურად დარეგისტრირდება, ფედერაცია მის ისტორიას მიმოიხილავს.

მოგეხსენებათ, დოჰაში 7-დან 14 მაისის ჩათვლით ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. აღნიშნულ ტურნირზე რუსებსა და ბელორუსებს უკვე შეეძლებათ ასპარეზობა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საერთაშორისო ფედერაციის განცხადება შემდეგნაირი იყო:

“ჩვენ მოუთმენლად ველით 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს, რათა ყველა სპორტსმენთან ერთად ვიზეიმოთ ეს დღესასწაული. სპორტი დიალოგისა და შერიგების მთავარი ხიდია.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი