"კვარას გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას " - კახი კალაძე » სპორტის ხაზი

"კვარას გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას " - კახი კალაძე

"კვარას გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას " - კახი კალაძე
5-10-2022, 15:15
Aa Aa
გაზიარება:

ქალაქ თბილისის მერმა, კახი კალაძემ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვიჩა უძლიერესი ფეხბურთელია და მას კიდევ მეტი შესაძლებლობები აქვს.

"კვარას რაც შეეხება, არის უძლიერესი, უნიჭიერესი, ძალიან მაგარი ფეხბურთელი, თუმცა მგონია, რომ კიდევ მეტი შესაძლებლობები აქვს. ის ჯერ ასაკითაც პატარაა. ძალიან დიდი ტალანტის მქონე ახალგაზრდაა. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, შრომისმოყვარეა, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი გვახსოვს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს იმ წარმატების მიღწევა, რომელიც უნდა მიეღწიათ და რომელიც უნდა გაეკეთებინათ, რადგან შრომისუნარიანობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ამ ყველაფერში, რაც კვარას აქვს.

ამითაც დაჯილდოებულია ის. მინდა, გულწრფელად წარმატებები ვისურვო და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს ქართველ გულშემატკივარს თავისი წარმატებული თამაშებით, გამარჯვებებით და გოლებით“ –
განაცხადა კახა კალაძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი