"კვარა კარგად მოიქცა და ბოდიში მოიხადა იმ ორი ეპიზოდისთვის" - სპალეტი ქართველზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"კვარა კარგად მოიქცა და ბოდიში მოიხადა იმ ორი ეპიზოდისთვის" - სპალეტი ქართველზე საუბრობს

"კვარა კარგად მოიქცა და ბოდიში მოიხადა იმ ორი ეპიზოდისთვის" - სპალეტი ქართველზე საუბრობს
5-10-2022, 13:45
Aa Aa
გაზიარება:

გუშინდელი გამარჯვების შემდეგ, "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა. იტალიელი ორიოდე რამ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეც თქვა და განაცხადა:

"ეს შედეგი, როგორც ინდივიდუალური, ისე თამაშის ორგანიზაციის დამსახურებაა, ეს ყოველთვის ასეა. . ჩვენ ინდივიდუალურად კარგი ხარისხი გვაქვს, თუმცა გუნდურობა და თანაგუნდელისთვის ხელმისაწვდომობა არასდროს უნდა დაიკარგოს. ლოსანომ და კვარაცხელიამ დაცვაშიც ბევრი სამუშაო შეასრულეს. გარდა ამისა, კვარა კარგად მოიქცა და ბოდიში მოიხადა იმ ორი ეპიზოდისთვის, როცა თანაგუნდელებს პასი არ გადააწოდა, ამას მივესალმები.

ის ძლიერია და შეუძლია გააკეთოს ის, რაც მოსწონს?.. არ არის ასე, მარტო თამაშზე არ უნდა იფიქროს, რადგან როცა ვიღაც კარში ურტყამს და თავისუფალ თანაგუნდელს პასს არ აძლევს, მეორე ეპიზოდში უკვე ის თანაგუნდელი მოიქცევა ასე და იტყვის, რომ ახლა კარში მან დაარტყა. დღეს გოლები ყველამ გაიტანა, არა მხოლოდ რასპადორიმ იმიტომ, რომ მას ოლივერამ შესანიშნავი პასი გაუკეთა. ნამდვილი აღიარება გუნდური შედეგებით მოდის და არა ინდივიდუალურით". - განაცხადა 63 წლის სპეციალისტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი