"კვარაცხელიას თამაშის ყურება ნამდვილი სპექტაკლია" - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი » სპორტის ხაზი

"კვარაცხელიას თამაშის ყურება ნამდვილი სპექტაკლია" - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი

"კვარაცხელიას თამაშის ყურება ნამდვილი სპექტაკლია" - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი
29-04-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

1 Radio Station-თან ისაუბრა ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა, კლაუდიო ბელუჩიმ, რომელმაც ნაპოლიზე საუბრისას ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორზეც გაამახვილა:

"მოკვდა თუ არა იტალიაში შემტევი ნახევარმცველის როლი ან შეიცვალა თუ არა ის? - ვფიქრობ, მწვრთნელები ამ ტიპის მოთამაშეებს სხვადასხვაგვარად იყენებენ, მათ შორის დაცვითი ფუნქციების შესასრულებლადაც. ეს არის ამ როლის მქონე მოთამაშის ტაქტიკური გამოყენება, სადაც ხარისხი თავიდანვეა გარანტირებული."

"ბოლო წლებში ვფიქრობდი, რომ ტანდაბალი ფეხბურთელები (ინსინიე, მერტენსი, რასპადორი) თავიანთ სიტყვას იტყოდნენ, თუმცა ახლა ვხედავთ თუ რამდენად დიდია მოთხოვნა თანამედროვე ფეხბურთში ფიზიკური მონაცემებისა, ასეთ დროს კი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის ხილვა ნამდვილი სპექტაკლია. ნაპოლის ძალიან გაუმართლა, რადგან ამ ბიჭის ნიჭს იყენებს. იმედი მაქვს, რომ ნეაპოლში კიდევ დიდი ხნით დარჩება."

"ახალი სტილის ფეხბურთში ისეთი მოთამაშის ნახვა, რომელსაც თავისი სათამაშო სტილით მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, ეს ძალიან დიდი სიამოვნების წყაროა."
- თქვა ბელუჩიმ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.