"ომმა საშუალება მოგვცა იაფი გზით გვესარგებლა, ხვიჩა ძალიან სწრაფად მოვიყვანეთ"- ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა კვარას ტრანსფერი გაიხსენა » სპორტის ხაზი

"ომმა საშუალება მოგვცა იაფი გზით გვესარგებლა, ხვიჩა ძალიან სწრაფად მოვიყვანეთ"- ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა კვარას ტრანსფერი გაიხსენა

"ომმა საშუალება მოგვცა იაფი გზით გვესარგებლა, ხვიჩა ძალიან სწრაფად მოვიყვანეთ"- ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა კვარას ტრანსფერი გაიხსენა
26-04-2023, 17:40
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ Radio Kiss Kiss ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზეც გააკეთა კომენტარი.

მას ჰკითხეს, თუ როგორ შეძლო ხვიჩა კვარაცხელიას გუნდში გადაბირება, რაზეც ჯუნტოლიმ ასე უპასუხა:

“ბევრი ინფორმაცია გვაქვს, რომელსაც ვამუშავებთ. ჩვენი მხრიდან წლების განმავლობაში იყო ინტერესი. რასაკვირველია, უფრო ადრე “რუბინი” დიდ თანხას ითხოვნდა, რომელსაც ვერ გავწვდებოდით და ამ თანხას ვერ დავხარჯავდით. ამიტომ, შესაფერის მომენტს ველოდით. ომის დაწყებამ საშუალება მოგვცა ოდნავ უფრო იაფი გზით გვესარგებლა. ასე რომ, ჩვენ შევძელით ამ ბიჭის ძალიან სწრაფად გუნდში მოყვანა სატრანსფერო ფანჯრის ოფიციალურად გახსნამდე დიდი ხნით ადრე.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი