ენრიკო ფედელე: “ნაპოლის პროექტი დიდხანს ვერ გასტანს” » სპორტის ხაზი

ენრიკო ფედელე: “ნაპოლის პროექტი დიდხანს ვერ გასტანს”

ენრიკო ფედელე: “ნაპოლის პროექტი დიდხანს ვერ გასტანს”
25-04-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური “პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა, ენრიკო ფედელემ “ნაპოლიზე” ისაუბრა. მისი აზრით “პარტენოპეის” პროექტი ხანგრძლივ პერსპექტივებზე გათვლილი არ არის.

“ნაპოლი რომ წელს ჩემპიონატს მოიგებდა, ამაზე ნოემბრიდან ვსაუბრობდი და მაშინ ბევრს გიჟი ვეგონე. ამ სეზონში მათ კვარაცხელია ჰყავთ. იგი ნიჭიერია, უდავოდ. ნაპოლის ეს პროექტი დიდხანს არ გაგრძელდება, დე ლაურენტისი კლუბში მინი-რევოლუციებს განახორციელებს. შესაბამისად, გამარჯვებების ციკლიც არ გაიხსნება, ამაზე არც იფიქროთ" - განაცხადა იტალიელმა.

“ნაპოლი” სულ ახლოსაა, რომ არსებობის ისტორიაში მესამედ იზეიმოს იტალიის ჩემპიონობა. “პარტენოპეის” ქომაგები ამას 33 წელი ელოდნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი