შენგელიას მორიგი წარმატებული მატჩი - “ვირტუსმა” იმარჯვა » სპორტის ხაზი

შენგელიას მორიგი წარმატებული მატჩი - “ვირტუსმა” იმარჯვა

შენგელიას მორიგი წარმატებული მატჩი - “ვირტუსმა” იმარჯვა
24-04-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის საკალათბურთო სერია A-ს მორიგ მატჩში “ვირტუს ბოლონიამ” “სასარის” უმასპინძლა და ანგარიშით 86:69 დაამარცხა და ცხრილის სათავეში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიმე შენგელიამ შეხვედრა საწყისი ხუთეულიდან დაიწყო და საერთო ჯამში მოედანზე 21 წუთი დაჰყო. 31 წლის მოთამაშე “ვირტუს ბოლონიას” რიგებში საუკეთესო იყო თავისი შედეგით. ქართველმა 18 ქულა, 1 შედეგიანი გადაცემა და 7 მოხსნა მიითვალა.

“ვირტუსს” 28 მატჩში 22 გამარჯვება და 6 მარცხი აქვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი