საუდის არაბეთის ლიგაში კრიშტიანუ რონალდუს ალ-ნასრი ალ-ჰილალს ეწვია და მეტოქე გუნდთან 2:0 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ გადის რონალდუ მოედნიდან მესის გვარის სკანდირების ფონზე, ის კი ამას უხამსი ჟესტით აკეთებს, - იხილეთ ვიდეო
ცნობისთვის, პორტუგალიელი ფეხბურთელის გუნდი საუდის არაბეთის ლიგის მეორე პოზიციას 53 ქულით იკავებს, თავად რონალდუს კი 11 გოლი აქვს გატანილი.