მოგეხსენებათ, გუშინ “მილანი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. “როსონერიმ” ორი მატჩის ჯამში “ნაპოლი” ანგარიშით 2-1 დაამარცხა. უშუალოდ გუშინდელი დაპირისპირება ფრედ, 1-1 დასრულდა. ჯერ ოლივიე ჟირუმ ლეაუს ულამაზესი გადაცემით ანგარიში გახსნა, ვიქტორ ოსიმენმა კი მატჩის მიწურულს გაიტანა.
აღნიშნულ შეხვედრას არაერთი ყოფილი მოთამაშე გამოეხმაურა, მათ შორის კრისტიან ვიერი:
“ლეაუ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მატჩში გარდატეხის შეტანა შეძლო. მას აქვს ის სიძლიერე და უნარები, რომელმაც ნაპოლისთვის პრობლემებიც შექმნა შეძლო. კვარასგან განსხვავებით ლეაუს ორმაგი მეურვეობაც ვერ აჩერებს.”