"ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი გმირია" - ამბობს მერაბ დვალიშვილი » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი გმირია" - ამბობს მერაბ დვალიშვილი

"ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი გმირია" - ამბობს მერაბ დვალიშვილი
18-04-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრას დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე გამართავს.

ამ მატჩის სანახავად და ხვიჩა კვარაცხელაის საგულშემატკივროდ ნეაპოლში იმყოფება UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი, რომელმაც ნეაპოლურ მედიასთან კვარას შესახებ ისაუბრა:

"აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ ჩემს მეგობარს, ხვიჩა კვარაცხელიას მხარი დავუჭირო. ჩვენ ორივე საქართველოდან ვართ და ჩვენს ქვეყანაში ხვიჩა ახლა გმირია. მე ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვედი, რათა მას მხარში დავუდგე და გავამხნევო."

"UFC-ის სუპერმსუბუქი წონის პირველი ნომერი ვარ, ისევე როგორც ხვიჩაა თავისი სპორტის მოწინავე წარმომადგენელი, მას დიდ პატივს ვცემ და მსურს, რომ მილანის დამარცხება შეძლოს."

"აქაურობა ძალიან მომეწონა, თბილი ხალხი ცხოვრობს და რაღაცით ნეაპოლი თბილისსაც კი ჰგავს."
- მერაბ დვალიშვილი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი