როგორც ლუჩანო სპალეტის პრესკონფერენციაზე მოვისმინეთ, შესაძლოა "ნაპოლის" შემადგენლობაში ცვლილებები იყოს, თუმცა როტაცია რომელ ფეხბურთელებს შეეხება არ ვიცით. შესაბამისად, არის შანსი, რომ ქართველმა ფეხბურთელმა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყოს.
მიუხედავად ამისა, Footballwhispers "ნაპოლის" სავარაუდო თერთმეტეულს აქვეყნებს, სადაც ქართველი ფეხბურთელიც მოიაზრება. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას ფლანგზე, "აიაქსის" მარჯვენა მცველად 19 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი, დევინ რენში თამაშობს, რომელთანაც ქართველს საინტერესო დუელის გამართვა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ მატჩი დღეს, 23:00 საათზე დაიწყება.