"მეტი კომპეტენტურობა უნდა გამოეჩინა" - OA Sport მილანისა და ნაპოლის მატჩზე დანიშნულ მსაჯზე წერს » სპორტის ხაზი

"მეტი კომპეტენტურობა უნდა გამოეჩინა" - OA Sport მილანისა და ნაპოლის მატჩზე დანიშნულ მსაჯზე წერს

"მეტი კომპეტენტურობა უნდა გამოეჩინა" - OA Sport მილანისა და ნაპოლის მატჩზე დანიშნულ მსაჯზე წერს
15-04-2023, 23:30
Aa Aa
გაზიარება:

ისტვან კოვაჩი, რუმინელი არბიტრი, რომელიც მილანისა და ნაპოლის ჩემპიონთალიგური მატჩის შემდეგ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, OA Sport-ის მთავარ სამიზნედ იქცა.

აღნიშნული გამოცემა წერს, რომ კოვაჩი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში არათანმიმდევრულად მსაჯობდა და მისი გადაწყვეტილებებით ნაპოლიმ საგრძნობლად იზარალა. საქმე ზამბო ანგისას გაძევებას ეხება, რომელმაც პირველი ყვითელი ბარათი (გამოცემის აზრით) დაუმსახურებლად მიიღო:

"კამერუნელმა ფეხბურთელმა მეორე გაფრთხილება სამართლიანად მიიღო, რადგან ბურთზე უხეშად წავიდა და ტეო ერნანდესს ზიანი მიაყენა. მიუხედავად ამისა, დიდი განსჯის საკითხია მისი პირველი ყვითელი ბარათი, რომლის ჩვენებამდეც არბიტრს სანდრო ტონალის უხეში ვარდნა არ უნდა გაეტარებინა. იტალიელმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელია წესების სრული დარღვევით შეაჩერა და გაფრთხილებასაც იმსახურებდა, თუმცა კოვაჩმა ეს ეპიზოდი დააიგნორა და ბარათი ანგისას რამდენიმე წამში დარღვევისთვის უჩვენა."

"ისტვან კოვაჩი არათანმიმდევრული იყო და ასეთ ეტაპებზე მეტი კომპეტენციაა საჭირო. მარტივად რომ ვთქვათ, მან რაფაელ ლეაოს ყვითელი კუთხურის ალმის მოტეხვისთვისაც კი არ მისცა, ნაპოლიმ კი მისი მსაჯობით აშკარად იზარალა."
- წერს ვებგვერდი

შეგახსენებთ, რომ ნაპოლისა და მილანის განმეორებითი შეხვედრა 18 აპრილს 23:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი