"კვარაცხელია? ის.." - რა თქვა სპალეტიმ "აიაქსთან" მატჩამდე? » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია? ის.." - რა თქვა სპალეტიმ "აიაქსთან" მატჩამდე?

"კვარაცხელია? ის.." - რა თქვა სპალეტიმ "აიაქსთან" მატჩამდე?
3-10-2022, 22:51
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელმა სპეციალისტმა "აიაქსთან" შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა:

"ხვალ ძლიერ გუნდს ვხვდებით და ჩვენი უპირატესობები ჩვენს სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში აიაქსთან წარმატების მიღწევა გაგვიჭირდება, მათ მშვენიერი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ. რა თქმა უნდა, დიდებული შემადგენლობა მყავს და თამაშის შესაძლებლობა ყველას მიეცემა. შესაძლოა, რომ გარკვეულ ცვლილებებს მივმართო, თუმცა კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით".

"ხვალ პრაგმატულად, ცივ გონებაზე უნდა ვიმოქმედოთ და ემოციური გადაწყვეტილებები გამოვრიცხოთ, რადგან მომავალმა ორმა შეხვედრამ, შესაძლოა ფლეიოფის საგზური მოგვიტანოს. აიაქსი ახალგაზრდული გუნდია, თუმცა მათ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ".

"წარსულისკენ ყურება არ მიყვარს. დღევანდელი მონაცემებით, აიაქსი ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე გუნდია, რომელსაც ასევე უდიდესი ისტორია აქვს. მიუხედავად ამისა, უნდა ვცადოთ, რომ ნიდერლანდელები ჩვენს სათამაშო ფილოსოფიაში მოვაქციოთ".

"კვარაცხელია? - ის უძლიერესი მოთამაშეა, რასაც ყველა მატჩში შესაძლებლობების შექმნით ამტკიცებს", - ლუჩანო სპალეტი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი