შერმადინმა “მანრესას” 17 ქულა ჩაუგდო » სპორტის ხაზი

შერმადინმა “მანრესას” 17 ქულა ჩაუგდო

შერმადინმა “მანრესას” 17 ქულა ჩაუგდო
13-04-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მეორე შეხვედრაში “ლენოვო ტენერიფე” სტუმრად “მანრესას” დაუპირისპირდა და ანგარიშით 85:83 დამარცხდა. გიორგი შერმადინის გუნდს პირველი შეხვედრა მოგებული აქვს, შესაბამისად ნახევარფინალისტის ვინაობა მესამე შეხვედრაში გადაწყდება.

რაც შეეხება ქართველი კალათბურთელის მონაგარს გუშინდელ დაპირისპირებაში, სტატისტიკა ასე გამოიყურება - 24:11 წუთი, 17 ქულა, 2 შედეგიანი გადაცემა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა.

აქვე გეტყვით, რომ გადამწყვეტი ბრძოლა “ტენერიფესა” და “მანრესას” შორის 19 აპრილს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.