ჯეიმი ო'ჰარამ კევინ დე ბრუინი და დავიდ დე ხეა გააკრიტიკა » სპორტის ხაზი

ჯეიმი ო'ჰარამ კევინ დე ბრუინი და დავიდ დე ხეა გააკრიტიკა

ჯეიმი ო'ჰარამ კევინ დე ბრუინი და დავიდ დე ხეა გააკრიტიკა
3-10-2022, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

გასულ შაბათ-კვირას ნამდვილი საფეხბურთო საღამოები მოეწყო, სადაც უამრავი კარგი მატჩი გაიმართა, გასანკუთრებით კი გამოსაყოფია ჩრდილო ლონდონური დერბი "არსენალსა" და "ტოტენჰემს" შორის და პეპ გვარდიოლას ერიკ ტენ ჰაგის გუნდთან დაპირისპირება.

სწორედ აღნიშნულ მატჩებზე ისაუბრა "ტოტენჰემის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჯეიმი ო'ჰარამ, რომელმაც ორივე დერბის დუღილის ტემპერატურა დაიწუნა: "მე დაუნდობელი ვიყავი მაშინ, როდესაც დერბიში ვთამაშობდი. ვფიქრობდი, ნუ მიყურებ, ნუ მელაპარაკები, თუ ვინმე მაჯობებდა მის წინააღმდეგ უხეშობისთვის აუცილებლად გამაძევებდნენ. ვუყურებდი დე ბრუინსა და დავიდ დე ხეას, რომლებიც ერთმანეთში საუბრობდნენ, ვუყურებდი ტოტენჰემის ფეხბურთელები როგორ ეხმარებოდნენ არსენალის მოთამაშეებს ძირიდან წამოდგომაში და ვფიქრობდი, თუ სად წავიდა ის დაუნდობლობა, რომელიც დერბის აუცილებლად უნდა ახასიათებდეს. მანჩესტერის ფეხბურთელები ერთმანეთს უბრალოდ უყურებდნენ და ტენ ჰაგს უცდიდნენ იმისთვის, რომ მას არაფერი ეთქვა. პრემიერ ლიგის პრინციპული შეხვედრები დაუნდობელი აღარაა, რაც ძალიან მაწუხებს".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი