“იგი ჭეშმარიტი სუპერვარსკვლავია” - BBC კვარაზე » სპორტის ხაზი

“იგი ჭეშმარიტი სუპერვარსკვლავია” - BBC კვარაზე

“იგი ჭეშმარიტი სუპერვარსკვლავია” - BBC კვარაზე
11-04-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, 12 აპრილს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში იტალიური დაპირისპირება გაიმართება. “მილანი” ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე “ნაპოლის” მიიღებს. გავლენიანი გამოცემა BBC აღნიშნული მატჩის შესახებ საუბრობს და განსაკუთრებით ხაზს უსვამს ხვიჩა კვარაცხელიას ფიგურას.

“კვარაცხელიასა და ნაპოლის იმედი აქვთ, რომ მათი ისტორია მეოთხედფინალსაც გასცდება. მათი მეტოქე მილანი იქნება, რომელსაც სერია A-ს სატურნირო ცხრილში 22 ქულით უსწრებენ, თუმცა როსონერიმ ისინი ამ თვის დასაწყისში სტუმრად 4:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია გამორჩეული სტილის ფეხბურთელია, რომელიც წარსულს გვახსენებს, ეს კი თანამედროვე ფეხბურთში შეუძლებელი ჩანდა.

ქართველი გარემარბი ნამდვილად ჭეშმარიტი სუპერვარსკვლავია და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო გუნდისა და სერია A-ს ლიდერის, ნაპოლის ერთ- ერთი მთავარი მოთამაშეა” - წერს BBC.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი