"მილანი ნაპოლის მხოლოდ ამ შემთხვევაში დაამარცხებს", - კაპელოს პროგნოზი ჩემპიონთა ლიგაზე » სპორტის ხაზი

"მილანი ნაპოლის მხოლოდ ამ შემთხვევაში დაამარცხებს", - კაპელოს პროგნოზი ჩემპიონთა ლიგაზე

"მილანი ნაპოლის მხოლოდ ამ შემთხვევაში დაამარცხებს", - კაპელოს პროგნოზი ჩემპიონთა ლიგაზე
9-04-2023, 14:55
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, 12 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს მილანი და ნაპოლის სან სიროზე დაუპირისპირდებიან.

პრინციპულ მატჩამდე პოზიცია ლეგენდარულმა იტალიურმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომაც დააფიქსირა.

"მილანი გამარჯვებას მხოლოდ რაფაელ ლეაოსა და ტეო ერნანდესის ხარჯზე შეძლებს, ორივე ფეხბურთელმა თავიანთი მაქსიმუმი უნდა გაიღონ და გუნდს გამარჯვებისკენ გაუძღვნენ.

სხვა შემთხვევაში, როსონერის გამარჯვება ძალიან გაუჭირდება
", - განაცხადა კაპელომ.

ცნობისთვის, 76 წლის სპეციალისტი მილანის მთავარი მწვრთნელის პოზიციას 1991-96 წლებში იკავებდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი