“ინტერს ნაპოლიზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს” - პაულო სოუსა » სპორტის ხაზი

“ინტერს ნაპოლიზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს” - პაულო სოუსა

“ინტერს ნაპოლიზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს” - პაულო სოუსა
7-04-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში “სალერნიტანა” “ინტერს” მიიღებს შინ. მატჩამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე სალერნოელთა მთავარმა მწრვთნელმა, პაულო სოუსამ განაცხადა, რომ “ნერაძურის” “ნაპოლიზე” ძლიერი შემადგენლობა ჰყავს.

“ყველაზე დიდი ყურადღება ინტერის შემტევების განეიტრალებას უნდა დავუთმოთ. თავდაჯერებულები და მონდომებულები უნდა ვიყოთ, რადგან ვხვდებით გუნდს, რომელსაც სერია A-ში ინდივიდუალურად ყველაზე ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, ვფიქრობ, ნაპოლიზე ძლიერიც” - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

“სალერნიტანასა” და “ინტერის” მატჩი დღეს, 19:00-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.