ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს » სპორტის ხაზი

ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს

ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს
5-04-2023, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

ლისაბონში გამართულ უეფას 47-ე კონგრესზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. სფფ-ის პრეზიდენტი გახდა პირველი ქართველი, რომელიც უეფას აღმარსრულებელ კომიტეტში იმუშავებს. ლევან კობიაშვილმა 40 ხმა მიიღო.

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის არჩევნების შედეგები

არმანდ დუკა (ალბანეთი) - 45 ხმა

იესპერ მიოლერ კრისტენსენი (დანია) - 42

პეტრ ფოუსეკი (ჩეხეთი) - 40

ლევან კობიაშვილი (საქართველო) - 40

ლუის რუბიალესი (ესპანეთი) - 40

ფილიპ დიალო (საფრანგეთი) - 37

ანდრი პაველკო (უკრაინა) - 31

ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს


უეფას 47-ე კონგრესის ფარგლებში ასევე გაიმართა ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნები. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი ალექსანდრ ჩეფერინი მესამე ვადით აირჩიეს. უეფას პრეზიდენტი, ისევე როგორც აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, 4 წლის ვადით აირჩიეს.

უეფას კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი ალდაშვილმა.

Nakrebi.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი