"0:4 უპირატესობას ნაპოლის მისცემს და არა მილანს" - ანტონიო კასანოს მოსაზრება » სპორტის ხაზი

"0:4 უპირატესობას ნაპოლის მისცემს და არა მილანს" - ანტონიო კასანოს მოსაზრება

"0:4 უპირატესობას ნაპოლის მისცემს და არა მილანს" - ანტონიო კასანოს მოსაზრება
4-04-2023, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

მილანის მიერ ნაპოლის 4:0 განადგურებას ანტონიო კასანო გამოეხმაურა, რომელმაც არაპოპულარული აზრი დააფიქსირა, გთავაზობთ მას:

"ჩემი აზრით, სერია A-ში განცდილი მარცხით უპირატესობას თუ ვინმე მიიღებს, ეს ნაპოლია. საქმე ისაა, რომ მათ კატასტროფული შედეგი გამოაფხიზლებს და მუდმივად სიტუაციის გამოსწორებასა და რეპუტაციის აღდგენაზე იზრუნებენ."

"რაც შეეხება მილანს, ისინი ირწმუნებენ, რომ ჩემპიონთა ლიგაშიც ანალოგიურის გაკეთებას შეძლებენ, თუმცა იმას არ გაითვალისწინებენ, რომ იქ საერთოდ სხვა ნაპოლის ვიხილავთ."
- თქვა ანტონიო კასანომ

ცნობისთვის, ნაპოლისა და მილანის პირველი ჩემპიონთალიგური მატჩი 12 აპრილს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი