"ხვიჩა, ამას ნუ აკეთებ" - აი, რას უყვიროდა სპალეტი კვარაცხელიას მილანთან მატჩში » სპორტის ხაზი

"ხვიჩა, ამას ნუ აკეთებ" - აი, რას უყვიროდა სპალეტი კვარაცხელიას მილანთან მატჩში

"ხვიჩა, ამას ნუ აკეთებ" - აი, რას უყვიროდა სპალეტი კვარაცხელიას მილანთან მატჩში
3-04-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, იტალიის ჩემპიონატის 28-ე ტურში ნაპოლიმ მილანს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 0:4 დამარცხდა.

იმ პერიოდში, როდესაც ნეაპოლელები უკვე ნადგურდებოდნენ და ანგარიშის გათანაბრების შანსი სულ უფრო მიზერული ხდებოდა, ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას რაღაცას მაღალ ხმაზე უყვიროდა. აი, რას ამბობდა ნაპოლის დამრიგებელი:

"ხვიჩა, მსაჯებს ამდენს ნუ ელაპარაკები, თამაშს მიაქციე ყურადღება" - ყვიროდა სპალეტი და თავისი გუნდის ლიდერს თამაშში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებდა.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ნაპოლი 71 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ლაციოს 16 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი