როგორც იცით, ევრო 2024-ის შესარჩევის მატჩი, რომელშიც საქართველომ ნორვეგიას უმასპინძლა ფრედ, 1:1 დასრულდა.
ამავე მატჩს გამოეხმაურა ქართველი სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი ტატო ბაციკაძე, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, გთავაზობთ მას:
"ჩვენი ნაკრების მთელი ისტორია ითხოვდა იმას, რომ 96-ე წუთზე, მეტოქის ნახევარზე სულელურად დაკარგული ბურთის მერე, იდიოტური პენალტი დანიშნულიყო ჩვენ კარში, მაგრამ ნავსი გავტეხეთ! არც ბოლო წამებზე გავუშვით, არც იდიოტური გოლი მივიღეთ. იქნებ, იმ ჯადოსნური წამით, როდესაც მსაჯმა ტრეიმანისმა ყურზე ხელი მიიდო და ნორვეგიელებს ანიშნა კუთხური მოაწოდეთო, რაღაც ახალი და ზეწარმატებული ეპოქა დაიწყო?" - წერს სპორტული ჟურნალისტი
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას 17 ივნისს კვიპროსში გამართავს.