ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრები ნორვეგიას დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.
ანგარიში მე-15 წუთზე სორლოთმა გახსნა, რასაც 61-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გოლით უპასუხა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
Sofascore.com-ის ვერსიით, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ნორვეგიელთა მცველი, ლეო ისტოგარდი გახდა, რომელმაც შეფასების სახით 7.5 ქულა დაიმსაუხრა, რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, ვილი სანიოლის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება გიორგი მიქაუტაძემ (7.3) მიიღო.
ცნობისთვის, ამდენივე (7.3) ქულა დაუწერეს ხვიჩა კვარაცხელიასაც.
გაეცანით ყველა მოთამაშის სარეიტინგო ქულას: