რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ტორინოსთან" მატჩში? » სპორტის ხაზი

რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ტორინოსთან" მატჩში?

რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ტორინოსთან" მატჩში?
1-10-2022, 19:27
Aa Aa
გაზიარება:

ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა "ნაპოლისა" და "ტორინოს" შორის, სადაც გამარჯვება ნეაპოლელებმა იგემეს და მეტოქე ანგარიშით - 3:1 დაამარცხეს.

მესამე გოლის გატანა პარტენოპეის რიგებში ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მოახერხა, რომელმაც სერია ა-ს ამ სეზონში უკვე მეხუთე გოლი მიიწერა.

21 წლის შემტევი ერთ-ერთი გამორჩეული იყო იტალიური გუნდის რიგებში, რაც ქართველ ფეხბურთელს დაუფასდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერს შეფასების სახით (7.5) ქულა ერგო, რაც "ნაპოლის" რიგებში მეორე საუკეთესო შედეგია. ყველაზე მაღალი შეფასება კამერონელმა ნახევარმცველმა, ფრანკ ზამბო ანგუისამ მიიღო ( 8.7).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი