"ჩემი საქართველოსთან გატანილი გოლი მას ეძღვნება" - მონღოლი ფეხბურთელი » სპორტის ხაზი

"ჩემი საქართველოსთან გატანილი გოლი მას ეძღვნება" - მონღოლი ფეხბურთელი

"ჩემი საქართველოსთან გატანილი გოლი მას ეძღვნება" - მონღოლი ფეხბურთელი
25-03-2023, 21:35
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წელი წარმატებით დაიწყო და პირველ შეხვედრაში მონღოლეთი 6:1 გაანადგურა.

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქემ გიორგი ლორიასთვის გოლის გატანა შეძლო და პირველი ნახევარი ფრედ, 1:1 დასრულდა, საბოლოოდ სანიოლის ბიჭებმა დიდი უპირატესობა გოლებში გარდასახეს და დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვეს.

სხვათაშორის, მედიაში გავრცელდა ჩვენს კარში გატანილი გოლის ავტორის, ბალჯინიამ ბატბოლდის კომენტარი, გთავაზობთ მას:

"ბედნიერი ვარ, რადგან ეროვნულ ნაკრებში პირველი გოლი გავიტანე. მას ჩემს გარდაცვლილ მასწავლებელს ვუძღვნი, რადგან ის იყო ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი და მნიშვნელობა ჰქონდა."

შეგახსენებთ, რომ საქართველო 2023 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას 28 მარტს გამართავს, მეტოქე კი ნორვეგია იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი