"მინიმუმ მაისამდე კვარას ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაივიწყეთ", - ფაბრიციო რომანო პსჟ-ს ინტერესზე » სპორტის ხაზი

"მინიმუმ მაისამდე კვარას ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაივიწყეთ", - ფაბრიციო რომანო პსჟ-ს ინტერესზე

"მინიმუმ მაისამდე კვარას ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაივიწყეთ", - ფაბრიციო რომანო პსჟ-ს ინტერესზე
23-03-2023, 12:45
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერზე აქტიურად იწერება. ამბობენ იმასაც, რომ ფრანგული კლუბი მზად არის ქართველის სანაცვლოდ ნაპოლის 180 მილიონი ევრო გადაუხადოს.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო აცხადებს, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"ამ მომენტისთვის, პსჟ-სა და ხვიჩა კვარაცხელიას შორის რაიმე კონტაქტის თაობაზე ჩემთვის არაფერია ცნობილი.

პსჟ-ში კარგად იციან, ვინ იქნება მომავალ სეზონში გუნდის მთავარი მწვრთნელი, პლუს ამას კილიან მბაპე თუ მარცხნივ ითამაშებს, როგორ იქნება კვარაცხელიას საკითხი დღის წესრიგში, რომელიც სწორედ ფრანგის შემტევის ფლანგზე ასპარეზობს?

რა თქმა უნდა უამრავი კლუბია ხვიჩათი დაინტერესებული, თუმცა კონკრეტული არაფერია და მარტი, აპრილი, მაისის თვეებში კვარაცხელიაზე შესაძლო მოლაპარაკებები უნდა დავივიწყოთ, რადგან ნაპოლი სეზონის მეორე ნაწილზეა კონცენტრირებული და ზაფხულამდე ამ მხრივ არაფერი შეიცვლება
", - განაცხადა ფაბრიციომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი