ანასტასია გუბანოვა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა » სპორტის ხაზი

ანასტასია გუბანოვა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ანასტასია გუბანოვა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
22-03-2023, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ჩვენთვის სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა, - ანასტასია გუბანოვა, რომელიც საქართველოს წარმოადგენს, ფიგურული სრიალის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს.

ანასტასიამ მოკლე პროგრამაში 65.40 ქულა მიიღო, რის გამოც ლიდერებს არც თუ ისე ცოტათი ჩამორჩა. ამ მომენტისთვის გუბანოვა მე-11 ადგილზე იმყოფება, ხოლო ფინალში 35 მონაწილიდან საუკეთესო 24 იასპარეზებს.

ცნობისთვის, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი პროგრამა 24 მარტს გაიმართება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ფინალში წყვილთა შორის კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას ვიხილავთ, რომლებმაც მოკლე პროგრამაში მეთოთხმეტე პოზიციას დაიკავეს (მათი ფინალი 23 მარტს შედგება).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი