ფოტო | მერაბ დვალიშვილის ღირსეული გამოხმაურება კვარას წარმატებაზე » სპორტის ხაზი

ფოტო | მერაბ დვალიშვილის ღირსეული გამოხმაურება კვარას წარმატებაზე

ფოტო | მერაბ დვალიშვილის ღირსეული გამოხმაურება კვარას წარმატებაზე
17-03-2023, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო დღეების ქართული სპორტის წარმატების ფურცელზე ორი სპორტსმენის სახელს, ხვიჩა კვარაცხელიასა და მერაბ დვალიშვილს ვხვდებით.

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში გენიალურად თამაშობს და საქართველოს პოპულარიზაციის ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს. რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, მან რუსი მებრძოლი, პიოტრ იანი შესანიშნავი პერფორმანსით დაამარცხა და ყველა ის კრიტიკოსი გააჩუმა, რომელიც მერაბს ბევრ საუბარს უწუნებდა.

აღსანიშნავია, რომ მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას ფოტო გამოაქვეყნა, თანაც ზედ გარკვეული წარწერაც დაურთო:

"დიდებულია ისტორია, რომელსაც შენ წერ მომავალი თაობისთვის" - მერაბ დვალიშვილი

ფოტო | მერაბ დვალიშვილის ღირსეული გამოხმაურება კვარას წარმატებაზე


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი