კვარა გაიყვანეს | რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა ფეხბურთელმა? » სპორტის ხაზი

კვარა გაიყვანეს | რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა ფეხბურთელმა?

კვარა გაიყვანეს | რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა ფეხბურთელმა?
11-03-2023, 22:51
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში “ნაპოლიმ” დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე “ატალანტა” მიიღო და 2-0 დაამარცხა. გატანილი გოლები ხვიჩა კვარაცხელიასა და ამირ რაჰმანის ანგარიშზეა.

ქართველი მთელი მატჩის მანძილზე აქტიური იყო, ცდილობდა შეტევათა გამწვავებასა და მეტოქეთა მოტყუებას. შრომამ შედეგი გამოიღო, ხვიჩამ ბერგამოელთა მცველები ოსტატურად მოატყუა და ულამაზესი გოლი გაიტანა.

Sofascore-ს მიხედვით, “პარტენოპეის” 77-ე ნომერმა აღნიშნულ მატჩში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო, თანაც ორივე გუნდის მხრიდან - 8 ქულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი