"ატალანტა სივრცეებს დატოვებს და მათი ათვისება მოგვიწევს" - ლუჩანო სპალეტი » სპორტის ხაზი

"ატალანტა სივრცეებს დატოვებს და მათი ათვისება მოგვიწევს" - ლუჩანო სპალეტი

"ატალანტა სივრცეებს დატოვებს და მათი ათვისება მოგვიწევს" - ლუჩანო სპალეტი
11-03-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, 21:00 საათზე იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურის შეხვედრაში ლუჩანო სპალეტის ნაპოლი ჯან პიერო გასპერინის ატალანტას უმასპინძლებს.

ამავე მატჩისთვის პრესკონფერენცია გამართა მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა, რომელმაც რამდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხი მიმოიხილა:

"გუნდის მენტალიტეტი თავიდანვე კარგად ჩამოყალიბდა, ატალანტასთან კი პირველ წრეში გამარჯვებამ კიდევ უფრო გააძლიერა ის. როდესაც ატალანტას ეთამაშები, მოგება ყოველთვის უნდა დაიმსახურო, ისინი ძალიან ძლიერები არიან და ასეთივე მწვრთნელი ჰყავთ, რომელიც მომხიბვლელ ფეხბურთს სახლში აბრუნებს."

"ხვალინდელ შეხვედრას მშვიდი განწყობით ვხვდებით, რადგან ლაციოსთან ცუდად არაფერი გაგვიკეთებია, უბრალოდ ისეთი შედეგი მივიღეთ, რომელიც ჩვენს გეგმებში არ შედიოდა."

"ატალანტასთან ლაციოსგან განსხვავებით სხვა ტიპის ფეხბურთი იქნება. წინა შეხვედრაში მეტოქე კომპაქტურად თამაშობდა და სივრცეებს ზღუდავდა, ატალანტასთან კი პირიქით იქნება, ისინი ამ სივრცეებს დატოვებენ, ჩვენ კი მათი ათვისება მოგვიწევს."

"ცხადია, ჩვენ ვფიქრობთ როგორც სკუდეტოზე, ისე ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა ყველაფრის ერთად არევა არ შეიძლება. ყველა მატჩსა და ტურნირს ინდივიდუალურად უნდა მოვეპყრათ და მათ მიმართ შესაბამისი ყურადღება გამოვიჩინოთ, ყველაფრის ერთბაშად კეთება და წინასწარ არარეალურად ფიქრი არ გამოგვადგება."
- თქვა 64 წლის სპეციალისტმა

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია A-ს 65 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ინტერს მთელი 15 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი