თემურ ქეცბაია: “საქართველოსთან შეხვედრა არ მსურდა” » სპორტის ხაზი

თემურ ქეცბაია: “საქართველოსთან შეხვედრა არ მსურდა”

თემურ ქეცბაია: “საქართველოსთან შეხვედრა არ მსურდა”
9-03-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

კვიპროსის ნაკრების ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, რომელიც თავის დროზე საქართველოსაც წვრთნიდა, კვიპროსულ ტელეკომპანია SIGMA-სთან საუბრისას თავისი ქვეყნის გუნდთან დაპირისპირებაზე ისაუბრა:

“საქართველო იყო ერთადერთი ნაკრები, ვისთან მოხვედრაც არ მინდოდა. 30 წელზე მეტია, რაც კვიპროსში ვცხოვრობ, თუმცა საქართველო ჩემი ქვეყანაა. სწორედ იქ დავიბადე, გავიზარდე და საქართველოს ნაკრების მწვრთნელიც ვიყავი. ეს ყოველთვის ჩემი ქვეყანა იქნება.

კვიპროსის ჩემპიონატში აპოელმა დაამტკიცა, რომ უძლიერესი გუნდია და პირველ ადგილს სამართლიანად იკავებს. გამარჯვებასთან ყველაზე ახლოს პირველი 4 გუნდია და საინტერესო მატჩები გველის.”

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ჯგუფში არიან ესპანეთი, ნორვეგია, შოტლანდია და კვიპროსი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი