“გოლის მომენტში შეცდა” - რას წერს ესპანური მედია მამარდაშვილზე » სპორტის ხაზი

“გოლის მომენტში შეცდა” - რას წერს ესპანური მედია მამარდაშვილზე

“გოლის მომენტში შეცდა” - რას წერს ესპანური მედია მამარდაშვილზე
6-03-2023, 12:35
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ლა ლიგის 24-ე ტურში “ბარსელონამ” “ვალენსიას” უმასპინძლა და მატჩის მე-15 წუთზე რაფინიას მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა. გაშვებული ბურთის ეპიზოდში სამწუხაროდ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი შეცდა. 55-ე წუთზე ფერან ტორესმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, ბურთი კარს ააცილა. აღნიშნულ შემთხვევაში გიორგიმ კუთხე გამოიცნო.

შეხვედრის დასრულების შემდგომ ესპანური მედია ქართველი მეკარის თამაშს გამოეხმაურა.

Superdeporte: "ბარსელონაა გოლის მომენტში შეცდა და სხვა საჰაერო ბურთებზეც არ იყო თავდაჯერებული.”

AS: "გოლის მომენტში ჩავარდა. არასწორად გათვალა მანძილი და კარი სასოწარკვეთილმა დატოვა. გაუჭირდა თავდაჯერების აღდგენა და კიდევ ერთ მაღალ ბურთზე შეცდა, რაც კუთხურით დასრულდა. ფერანის შორეულ დარტყმაზე კი კარგი სეივი მიითვალა. ამ მატჩში ძელები მისი საუკეთესო მოკავშირე იყო ფერანის პენალტისა და ანსუ ფატის დარტყმების მომენტში.”

ამ დროისთვის “ღამურები” მე-19 პოზიციაზე არიან 23 ქულით, “ბარსა” კი ცხრილს 62 ქულით ლიდერობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი